თავში

ვინ ააშენებს ზღვისუბნის პარკს

ვინ ააშენებს ზღვისუბნის პარკს
ვინ ააშენებს ზღვისუბნის პარკს

თბილისში თემქის ახალი ტყე-პარკის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში,  "საბა კონსტრაქშენმა" გაიმარჯვა.

მან მერიას ახალი ტყე-პარკის აშენება  35,709,577 ლარად, მერიის დადებულ ფასზე  8,927,393 ლარით ნაკლებად შესთავაზა.

ცნობისთვის, დედაქალაქის მთავრობას ახალი რეკრეაციული ობიექტის მშენებლობას ამაზე 1.2 მილიონით დაბალ ფასში კომპანია "ენსისი" სთავაზობდა, თუმცა კომისიამ მას დისკვალიფიკაცია მისცა. 

პროექტის მშენებლობა თბილისის ბიუჯეტიდან სამი წლის განმავლობაში, 2021-2022 წლებში, ეტაპობრივად დაფინანსდება.

თემქის ხევის ტყე-პარკის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს - ამფითეატრი, საბავშვო მოედანი, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები, კაფე, მედიათეკა, საბოსტნე ნაკვეთები, საფეხმავლო ხიდი, ძაღლების სასეირნო ადგილი და ა.შ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system