თავში

ვინ იგებს და ვინ აგებს დემპინგით

ვინ იგებს და ვინ აგებს დემპინგით
ვინ იგებს და ვინ აგებს დემპინგით

დემპინგი ადგილობრივ წარმოებას დიდი ხანია აწუხებს და მთავრობას შველას ადგილობრივი მეწარმეები დიდი ხანია სთხოვენ. 

დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი წარმოების დასაცავად, ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის ჩამოსაყალიბლებლად, ადგილობრივმა კომპანიებმა რამდენიმე წლის წინ ბიზნესგაერთიანება „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია” შექმნეს.

ფედერაციაში ამ ეტაპისთვის 150-მდე კომპანიაა გაერთიანებული. 

„საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ დამფუძნებელი ლევან სილაგავა განმარტავს, რომ თავდაპირველად დემპინგზე საუბრისას ბევრი მოწინააღმდეგეც გამოჩნდა. მათი ძირითადი არგუმენტი იყო მომხმარებლის უფლება და თავისუფალი ბაზრის პრინციპები. სილაგავა ამბობს, რომ ზოგიერთი შოშობდა, თითქოს, დემპინგურ ფასად, ანუ თვითღირებულებაზე იაფად, პროდუქტის ყიდვის შესაძლებლობა თუ გაქრებოდა, იზარალებდა მომხმარებელი, რომელსაც იაფ პროდუქტზე წვდომა შეეზღუიდებოდა. სილაგავა ამტკიცებს, რომ მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება იყოს ასე. მაგალითად, სილაგავს თქმით, ერთი წელი მეწარმეს დასჭირდება დემპინგური სვლით ჩამოიშოროს ყველა კონკურენტი, დემპინგური ფასით ბაზარზე შემოსულ კომპანია მონოპოლისტურ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან კონკურენტები არაკეთილსუინდისიერი გზით დაამარცხა და  ხელს არაფერი უშლის, ფასები ასწიოს. ანუ სილაგავს განმარტებიტ, გრძელვადიან პერსპექტივაში, მომხმარებელიც წაგებულია და ბიზნესი გაკოტრებული.

„ჩვენს წლების განმავლობაში მოგვმართავდნენ ბიზნესის წარმომადგენლები, რომ რომელიღაც სფეროში, რომელიღაც დარგში არის დემპინგურ ფასად შემოსული პროდუქცია. მე შემიძლია დავასახელო მეტალურგიისა და ცემენტის მაგალითები, სოფლის მეურნეობაში - ფრინველის ხორცის და კვერცხის მწარმოებლები, მრეწველობაში კაბელის ქეისი, ფქვილი და ა.შ. ეს საკითხები სხვადასხვა პერიოდულობით, ხან შენელდებოდა და ხან ისევ გააქტიურდებოდა“, - აცხადებს ლევან სილაგავა და დასძენს, რომ დემპინგური პროდუქცია ადგილობრივთან შედარებით დაბალი ხარისხის იყო. 

შეგახსენებთ, რომ დემპინგური ფასებით გამოწვეული რეალობა, ბოლო წლებში არაერთხელ გამხდარა საპროტესტო აქციების გამართვის მიზეზიც. 

ცნობისთვის, , დემპინგი ეს არის საქონლის გაყიდვა უცხოეთის ბაზარზე, ადგილობრივი ბაზრის ფასებთან შედარებით იაფად, კონკურენტების ჩამოშორების მიზნით, ხშირ შემთხვევაში თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად. როგორც წესი, დემპინგით მოსარგებლე იმპორტიორებს, ყველგან, სადაც ანტიდემპინგური კანონი მოქმედებს, მაღალი ხარისხის პროდუქცია შეაქვთ. თუმცა, პატარა ქვეყნებში, სადაც ამ ქმედების ამკრძალავი ღონისძიებები არ აქვთ, იოლად ახერხებენ პროდუქციის დემპინგური ფასით შეტანას. გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოა.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა კანონპროექტს „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“. დემპინგის მოკვლევის ორგანოს კონკურენციის სააგენტო წარმოადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system