თავში

ვირტუალური ზონის 24-მა კომპანიამ 2.5 მილიონამდე ბრუნვა დაადეკლარირა

ვირტუალური ზონის 24-მა კომპანიამ 2.5 მილიონამდე ბრუნვა დაადეკლარირა
ვირტუალური ზონის 24-მა კომპანიამ 2.5 მილიონამდე ბრუნვა დაადეკლარირა

შემოსავლების სამსახურმა “ვირტუალური ზონის პირების” დაბეგვრის პრაქტიკა შეცვალა. თუ აქამდე ამ კომპანიებს არ მოეთხოვებოდათ დასაქმება და სერვისი უშუალოდ საქართველოს ტერიტორიიაზე, ახლა კომპანიებისგან წინა წლებში მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების გადახდა მოუწევთ. იურიდიული და აუდიტორული კომპანიების შეფასებით, მთავრობის მიერ “ვირტუალური ზონის პირებთან” მიმართებით საგადასახადო პრაქტიკის რადიკალური ცვლილება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს და ეს ბაზრიდან ინვესტორების გადინებას გამოიწვევს. ამ მოსაზრებას არ იზიარებენ შემოსავლების სამსახურში. უწყების საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი რომან ბუღაძე ამბობს, რომ მათი გასვლით ქვეყანა არაფერს დაკარგავს, რადგან ამ ფირმებს საქართველოსთან შემხებლობა არ ჰქონდათ.  შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ვირტუალური ზონის პირის სტატუსს ამჟამად ქვეყანაში 1,025 კომპანია ფლობს და არც ერთი მათგანი არ ახორციელებს უშუალოდ საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში ციფრული სერვისების მიწოდებას. ბუღაძე ამბობს, რომ საკონსულტაციო, აუდიტორული და იურიდიული ფირმები, რომლებიც უცხოურ კომპანიებს საქართველოში ვირტუალური ზონის სტატუსის მიღებას ურჩევდნენ, ამ კომპანიებს ატყუებდნენ, რადგანაც კანონში ხაზგასმულია რომ ამ სტატუსის მქონე კომპანიამ მომსახურება უშუალოდ საქართველოს ტერიროტიიდან უნდა გასწიოს. რომან ბუღაძის თქმით, ამ სტატუსის მფლობელი 1,025 კომპანიიდან ფინანსთა სამინისტრომ მხოლოდ 50 კომპანიასთან შეძლო დაკონტაქტება, დანარჩენებს ქვეყანაში საფოსტო ყუთიც კი არ აქვთ, ანუ ეს კომპანიები ფაქტობრივად არ იძებნება და შემოსავლების სამსახურმა მათ საქართველოში ვერ მიაკვლია.

იურისტებიკი ამბობენ, რომ ინვესტორს სერვისის უშუალოდ საქართველოში შექმნის ვალდებულებას აკისრებს "საინფორმაციო ტექნოლოიების შესახებ" კანონი და არა საგადასახადო კოდექსი, ხოლო საგადასახადო ადმინისტრირებისთვის სახელმწიფომ არა "საინფორმაციო ტექნოლოგიების კანონი", არამედ საგადასახადო კოდექსი უნდა გამოიყენოს.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, გაფრთხილებული ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე 50 კომპანიიდან 24-მა მაშინვე დაადეკლარირა 2.5 მილიონამდე. უწყება განმარტავს, რომ 1 თვეში გაკეთდება გზამკვლევები, რომლებიც კომპანიებს დაეხმარებათ საგადასახადო ადმინისტრირებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system