თავში

ვის აქვთ ყველაზე მაღალი ხელფასები საქართველოში

ვის აქვთ ყველაზე მაღალი ხელფასები საქართველოში
ვის აქვთ ყველაზე მაღალი ხელფასები საქართველოში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217 ლარს შეადგინა.

ხელფასების გაიზარდა თითქმის ყველა სექტორში. 

მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: 

მშენებლობა – 2 008 ლარი (წლიური ზრდა – 16.4 პროცენტი); 

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 958 ლარი (წლიური ზრდა – 9.7 პროცენტი); 

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 936.2 ლარი (წლიური ზრდა – 3.7 პროცენტი); 

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 1 898.6 ლარი (წლიური ზრდა – -19.4 პროცენტი).

2019 წლის მესამე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924 ლარით, ხოლო კაცების – 1 475 ლარით განისაზღვრა. 

აღსანიშნავია, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system