თავში

ვის გაუძვირდება წყალმომარაგების ტარიფი

ვის გაუძვირდება წყალმომარაგების ტარიფი
ვის გაუძვირდება წყალმომარაგების ტარიფი

თვის ბოლომდე წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებაზე დაწესებული ტარიფი იცვლება. 

report.ge-ს კითხვებს, როდიდან ამოქმედდება ახალ აბონენტად რეგისტრაციის ახალი ფასი და ვის შეეხება ცვლილება, სემეკში უპასუხეს.

აღმოჩნდა, რომ  წყალმომარაგების სექტორში მიერთების საფასურის უძვირდება მხოლოდ დიდ ობიექტებს, ხოლო დანარჩენი სეგმენტისთვის პაკეტის ღირებულება დაიწევს. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის, გიორგი ფანგანის ინფორმაციით, ხარჯთაღრიცხვა დათვლილია და საბოლოოდ გარკვეულია, რომ მიერთების საფასური არ მოიმატებს, პირიქით, მომხმარებლების დიდი ნაწილისთვის შემცირდება.

,,ცვლილებას სემეკი იანვრის ბოლომდე განახორციელებს. კერძოდ, ჩვენი მიდგომით, თვითმმართველობის ქალაქებში და დანარჩენ მუნიციპალიტეტებში გვაქვს განსხვავებული ფასი. ამ ეტაპზე მიერთების ყველაზე დაბალი ტარიფი არის 500 ლარი, რაც თვითმმართველ ქალაქებში დარჩება, ხოლო მუნიციპალიტეტებისთვის იგი 400 ლარამდე ჩამოიწევს. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დაემატება კონცეფცი, რომ ვისაც გადახდის შესაძლებლობა არ აქვს, გადაანაწილონ თანხა თვეების მიხედვით, რის ვალდებულებასაც კომპანიები იღებენ. წყალარინებაში იყო გარკვეული პრობლემები, ფასის დაახლოება გადავწყვიტეთ და წყალარინებაზე მიერთების საფასური დაახლოებით 50 %-ით შევამცირეთ. ითქვა, რომ ტარიფი გაძვირდება, სინამდვილეში სერიოზული ცვლილებებია კლებისკენ. მოლოდინი იყო, რომ ტარიფი გაიზრდებოდა, მაგრამ რეალურად სხვა ვითარება მივიღეთ ანუ გაძვირდება ტარიფი მხოლოდ დიდი ობიექტებისთვის, სადაც წყალაირინების მიერთება ხდება, ასეთი კი მხოლოდ 2%-ია, დანარჩენი 98%-თვის მიერთების პაკეტების ფასი დაიკლებს. აქამდე წყალარინების ქსელზე მიერთების საფასური ვრცელდებოდა მხოლოდ 100 მეტრიან რადიუსში, რასაც 200 მეტრამდე ვზრდით და განსხვავება რადიუსების მიხედვით იქნება, ეს ბუნებრივიცაა. შეიძლება, ამან შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში", - განაცხადა გიორგი ფანგანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system