თავში

ვის მოსწონს და ვინ იწუნებს შრომის კანონმდებლობის რეფორმას

ვის მოსწონს და ვინ იწუნებს შრომის კანონმდებლობის რეფორმას
ვის მოსწონს და ვინ იწუნებს შრომის კანონმდებლობის რეფორმას

"ბიზნესი, რომელიც საქმეს აკეთებს ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე, რა თქმა უნდა, ბოლომდე შეეწინააღმდეგება ამ რეგულაციებს," - ამის შესახებ დღეს დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე სასაუბროდ გამართულ საჯარო შეხვედრაზე განაცხადა. 

„არ არსებობს ცალსახა, ერთიანი პოზიცია. ბიზნესმენების ნაწილი პოზიტიურად უყურებს ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ ცვლილებების შედეგად, დასაქმებულებს მოტივაცია გაეზრდებათ. ის, რომ რეგულაციები ადრე თუ გვიან დაინერგება, ამაზე ბიზნესთან ვთანხმდებით. საჭიროა, რომ იყოს პროგნოზირებადი გარემო, ყველასთვის თანაბარი თამაშის წესები. ეს უკავშირდება ახალი საინვესტიციო გარემოს შექმნას. ბიზნესი, რომელიც საქმეს აკეთებს ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე, რა თქმა უნდა, ბოლომდე შეეწინააღმდეგება ამ რეგულაციებს,“ - აღნიშნავს დიმიტრი ცქიტიშვილი.

შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორებმა დაინტერესებულ მხარეებთან მესამე საჯარო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა. მხარეებმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან, სამუშაო ადგილზე ინფორმაციასა და კონსულტაციის მექანიზმებთან დაკავშირებულ ნორმები განიხილეს. სამუშაო შეხვედრას პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ბიზნესომბუდსმენი, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ. აღინიშნა, რომ საჭიროა პროგნოზირებადი გარემოს შექმნა, ყველასთვის თანაბარი თამაშის წესების დაკანონება.  ანალოგიური პოზიცია აქვს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარესაცექსპერტებისა და ბიზნესის ნაწილს კი დაგეგმილ ცვლილების სიკეთეში ეჭვი შეაქვს.

შეგახსენებთ, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს. კანონპროექტის მომზადებასა და მისი საჯარო განხილვების ორგანიზებაში ჩართულები არიან საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA). საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია არსებული შრომის კოდექსის გაუმჯობესება და დახვეწა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system