თავში

ვისი გამოცდილება გამოგვადგება მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის

ვისი გამოცდილება გამოგვადგება მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის
ვისი გამოცდილება გამოგვადგება მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის

საქართველო მთავრობის მხრიდან ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით გადაგმულ ნაბიჯებს სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კობა კობალაძე დადებითად აფასებს, თუმცა საუბრობს იმაზეც, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გატარდეს და მოხდეს იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რომლებმაც ამ გზაზე წარმატებებს მიაღწიეს.  ასეთი კი, როგორც კობალაძე აღნიშნავს, ჩინეთი და აშშ-ია, სადაც უნარჩენო წარმოება მაღალ დონეზეა განვითარებული.

,,ბოლო პერიოდში აქტიურად ისმის საუბარი, რომ მწვანე ეკონომიკის განვითარება იგეგმება.  ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაოები დაწყებულია, მათ შორის, კლიმატის გლობალურ დათბობის მხრივაც. შეიძლება ითქვას, რომ მწვანე ეკონომიკა იგივეა, რაც უნარჩენო წარმოების ეკონომიკა, რეალურად ახალი დარგია და მისი პერსპექტივა ადამიანის ზრუნვაზეა დამოკიდებული, გარემოს დაცვაზე. რაც შეეხება უნარჩენო წარმოებას, ამ თვალსაზრისით საინტერესოა ჩინური და ამერიკული წარმოების მიმართულება, ამიტომ სწორედ ამ ქვეყნების გამოცდილება უნდა გავითვალისწინოთ.  ეს მიდგომა ამავე დროს დიდ ცოდნას მოითხოვს, მით უმეტეს, როცა ჩვეულებრივი ეკონომიკა არ გვაქვს აწყობილი. ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან უნარჩენო წარმოებაზეა აქცენტი, უნდა დაიწყოს აღრიცხვა საერთოდ რა გვაქვს, არ მგონია, რეალურად იყოს ეს საკითხი შესწავლილი - რა გვაქვს და რაში უნდა გამოვიყენოთ ნარჩენები, ხოლო უსარგებლო ნარჩენების თავისებურებებიც დადგინდეს. ამით უნდა დავიწყოთ ცირკულარულ ეკონომიკაზე საუბარი. განახლებადი ენერგიის გამოყენების, შემცირებული გამონაბოლქვისა და ნარჩენების შემცირების ალტერნატივების ფონზე ცირკულარული ეკონომიკა საშუალებას გვაძლევს, ვიცხოვროთ იმ შესაძლებლობების საზღვრებში, რომელიც დედამიწას გააჩნია და ეს რესურსი , რაც შეიძლება, სწორად და სასარგებლოდ გამოვიყენოთ", - აცხადებს კობალაძე report.ge-თან.

როგორც მეცნიერი აღნიშნავს, აუცილებელია, საქართველო ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე გადაეწყოს, რადგან ეს არის სისტემა, რომელსაც შეუძლია, მომავალი შეგვინარჩუნოს.

,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" თანადამფუძნებელი, გარემოს დამცველი რუსიკო სიმონიძე აცხადებს, რომ ძალიან ბევრი ენერგორესურსია, რომლის გამოყენებას უნდა მხოლოდ მიმართულების მიცემა სჭირდება. მისი თქმით,  შესაძლებელია ქვეყანამ თანამედროვე, ევროპული გამოცდილება გაითვალისწინოს.

,, მიმაჩნია, რომ საქართველოს მომავალი მწვანე ეკონომიკაზე უნდა იყოს მიმართული, მით უმეტეს, როცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითაც გვაქვს ეს ვალდებულება აღებული. ამისთვის გვჭირდება რიგი შეღავათები როგორც ფინანსური, ასევე საკანონმდებლო დონეზე, რათა მწვანე ეკონომიკა წახალისდეს. პროცესი მეტნაკლებად დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით ნელი ტემპით მივდივართ. აცირკულარული ეკონომიკა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა განახლებადი ენერგია, ენერგოეფექტურობა, ნარჩენების გადამუშავების თემები, სოფლის მეურნეობის საკითხები და სხვა. ენერგოეფექტურობის მიმართულებით უამრავი ღონისძიებაა განსახორციელებელი. ამიტომ, არა მარტო შესაძლებლობა, აუცილებლობაა, რომ ეფექტური ღონისძიებები დავგეგმოთ, რაც დაგვეხმარება გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებაში, მათ შორის, როგორიც გამონაბოლქვებია", - ამბობს რუსიკო სიმონიძე.report.ge-თან

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შვედეთის მთავრობასთან მჭიდრო პარტნიორობით და მის მიერ დაფინანსებული პროექტის(„საქათველოს ეკონომიკის ცირკულარულობის შეფასება“) განმახორციელებელ საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ჯგუფთან თანამშრომლობით, აქტიურადაა ჩართული საქართველოს ეკონომიკის ცირკურალური შეფასების პროცესის წარმართვაში. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოაგილე სოლომონ პავლიაშვილი აცხადებს. მისი განმარტებით, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ეკონომიკის ცირკულარულობის შეფასებას და მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system