თავში

ვმუშაობთ, რომ საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა ხელახლა გავაცნოთ მსოფლიო - თურნავა

ვმუშაობთ, რომ საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა ხელახლა გავაცნოთ მსოფლიო - თურნავა
ვმუშაობთ, რომ საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა ხელახლა გავაცნოთ მსოფლიო - თურნავა

„ტურიზმის სექტორთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ საბოლოო გეგმაზე, რომ საქართველო, როგორც უსაფრთხო, მასპინძელი ქვეყანა ხელახლა გავაცნოთ მსოფლიოს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრიის დახმარება „კოვიდთან“ დაკავშირებული კრიზისის დაძლევის მიმართულებით, რადგან უკვე არსებობს მოცემულობა, როდესაც პირველი თებერვლიდან, შესაძლებელი გახდა საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების გაუქმება.

„როგორც იცით, საქართველოში შემოსვლის წესები სხვაგვარად გადაიხედა და შემსუბუქდა, მათ შორის ველოდებით ვაქცინირებულ ტურისტებს, ველოდებით ტურისტებს მთელი რიგი ქვეყნებიდან პისიარის ტესტით, რომლებიც მესამე დღეს კიდევ გაიტესტებიან. ამ და სხვადასხვა მიმართულებით ვაცნობთ ტურისტულ ინდუსტრიას ახალ მარკეტინგულ გეგმას, რომელიც ტურიზმის გაჯანსაღებას და ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ სექტორის ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობებს გულისხმობს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, ტურიზმის აღდგენის და გაჯანსაღების საბოლოო გეგმაზე ტურისტულ სექტორთან სამუშაო შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system