თავში

Wizz Air საქართველოში ბაზას დროებით აუქმებს

Wizz Air საქართველოში ბაზას დროებით აუქმებს
Wizz Air საქართველოში ბაზას დროებით აუქმებს

Wizz Air საქართველოში ბაზას დროებით აუქმებს, თუმცა ის საქართველოს ავიაბაზრას არ ტოვებს და რეისების შესრულებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განაგრძობს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, დეტალებს კომპანია თავად გაასაჯაროებს მოგვიანებით.

„კორონავირუსის პანდემიამდე ავიაკომპანია 30 მიმართულებით დაფრინავდა, ასევე გეგმავდა 10 მიმართულების დამატებას. Wizz Air-ი არსად არ გადის. ამას თვითონ კომპანიაც დაადასტურებს, რომ აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. კომპანია რჩება ერთგული თავისი მომხმარებლების“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება, საქართველოში ბაზირებული საჰაერო ხომალდების Wizz Air-ის მიერ უნგრეთში გადაიყვანას, ნათია თურნავამ განმარტა, რომ ეს ტექნიკური საკითხია და ავიაკომპანია ამ გადაწყვეტილებით დანახარჯის შემცირებას ცდილობს.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დღეს ავიაციის გლობალური ინდუსტრია საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშეა და ბუნებრივია, ნებისმიერი ავიაკონმპანია ცდილობს შეამციროს დანახარჯები, აკეთებს სხვადასხვა თვითმფრინავების გადაჯგუფებას, რეალოკაციას, რაც არის წმინდა ტექნიკური საკითხი. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ვიზეარს“ თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში ეყოლება დაყენებული, თუ რომელიმე თავის ბაზაზე გადაიყვანს.

„ახლახან პირადად ვესაუბრე კომპანიას და „ვიზეარი“ თავადაც დაადასტურებს საჯაროდ, რომ არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, ერთგული რჩება თავისი მომხმარებლების, ჩვენი მოქალაქეების, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში „ვიზეარის“ მეშვეობით და ჩვენი ხელშეწყობით ძალიან კომფორტულად და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებით მგზავრობდა საქართველოდან და პირიქით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

Wizz Air საქართველოს ავიაბაზარზე 2012 წელს შემოვიდა.

ცნობისთვის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში Wizz Air-ის ბაზის გაუქმებაზე ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. უწყება განმარტავდა, რომ ავიაკომპანიას მათთვის იფიციალური წერილით არ მიუმართავს.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის ბაზას დროებით აუქმებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system