თავში

ზვიად ჭუმბურიძე: ამერიკელებს და ევროპელებს უნდა მოვუსმინოთ

ზვიად ჭუმბურიძე: ამერიკელებს და ევროპელებს უნდა მოვუსმინოთ
ზვიად ჭუმბურიძე: ამერიკელებს და ევროპელებს უნდა მოვუსმინოთ

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე კონგრესმენების მიერ საქართველოს შესახებ გავრცელებულ წერილს ეხმაურება. 

"პირველ რიგში უნდა მოვისმინოთ, ამის კულტურა უნდა გვქონდეს, ყველამ აბსოლუტურად განსაკუთრებით კი ხელისუფლებამ," - ამბობს ის. 

ზვიად ჭუმბურიძე ხელისუფლებას მოუწოდებს გაითვალისწინონ კონგრესმენების მიერ გაცემული რეკომენდაციები. 

"თუ გვინდა რომ გავხდეთ ევროპის წანილი, მაშინ ჩვენ ყველა ის რჩევა უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციაც უნდა გვქონდეს, მაგრამ მათი დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია," - აცხადებს ის.

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" გენერალური მდივანის თქმით, მან 25 წელი იმუშავა საგარეო სისტემაში და მსგავსი პერიოდი არ ახსოვს. 

"ეს დამაფიქრებელია  და ძალიან სერიოზული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. კონგრესმენების მნიშვნელოვან საკითხებზე აქცენტების გაკეთება, ეს არის ისევ ჩვენთვის, ჩვენი განვითარებისთვის საჭირო. თუ ისე შევხედავთ, რომ მათგან არაფერს ვიღებთ, მაშინ რატომ ვთხოვთ სტრატეგიულ თანამშრომლობას?", - განაცხადა ჭუმბურიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system