თავში

2020 წლის ექვს თვეში SOCAR Georgia Gas-მა საქართველოში 812 მილიონი კუბური მეტრი გაზი შემოიტანა

SOCAR Georgia Gas-მა საქართველოში 812 მილიონი კუბური მეტრი
2020 წლის ექვს თვეში SOCAR Georgia Gas-მა საქართველოში 812 მილიონი კუბური მეტრი გაზი შემოიტანა

2020 წლის ექვსი თვის განმავლობაში SOCAR Georgia Gas– მა საქართველოში დაახლოებით 812 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შემოიტანა. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას SOCAR -ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, იბრაჰიმ აჰმადოვმა განუცხადა.

ახმედოვმა აღნიშნა, რომ წელს საქართველოში გაზიფიცირების კოეფიციენტის ზრდას არ გეგმავს, ანუ ახალი ობიექტების ათვისებას კომპანია არ განიხილავს.

მისივე თქმით, COVID 19-მა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების გაზიფიცირების პროექტს პრობლემები შეუქმნა.

“საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებში გაზის მოწოდებაზე მოლაპარაკებების მხარეები ადგილობრივი სასტუმროს დეველოპერები არიან. COVID 19– სთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, ტურიზმის ინდუსტრიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა თავისი საინვესტიციო საქმიანობა დროებით შეაჩერა. ამ დროისთვის, მოლაპარაკებები შეჩერებულია და განახლდება გაზის პოტენციური მომხმარებლების მხრიდან ინტერესის გაჩენის შემთხვევაში “, – აცხადებს აჰმედოვი.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს SOCAR– მა პირველად განახორციელა საქართველოში პროექტი სახელწოდებით – “ვირტუალური გაზსადენი”. ტექნოლოგია გულისხმობს გაზის მიწოდებას მთიანი, ძნელად მისადგომი რეგიონებისთვის, სადაც გაზსადენების გაყვანა თითქმის შეუძლებელია და გაზი დასახლებებში გადაიტანება სპეციალურ კონტეინერებში და არა – მილსადენით. პირველი ასეთი პროექტი საირმეში განხორციელდა.

ცნობისთვის, SOCAR საქართველოში აექსპორტებს აზერბაიჯანის საბადოებში წარმოებულ გაზს უცხოური კომპანიების მონაწილეობის გარეშე. გარდა ამისა, საქართველო ყოველწლიურად იღებს აზერბაიჯანისგან შაჰ დენიზის საბადოზე წარმოებულ გაზს, SOCAR– ის და უცხოური კომპანიების მონაწილეობით.

დღეისათვის SOCAR არის საქართველოს მთავარი მიმწოდებელი, როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების. SOCAR– ის შვილობილი კომპანიები დაკავებულნი არიან ქვეყანაში გაზის განაწილების სისტემების გაფართოებით და მოდერნიზებით, SOCAR– ის ბრენდის ქვეშ შემავსებელი სადგურების ქსელის განვითარებით და ასევე ფლობენ ნავთობტერმინალს საქართველოს შავი ზღვის პორტში, ყულევში, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული ნავთობი და ნავთობპროდუქტები ტრანსპორტირდება მსოფლიო ბაზრებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system