თავში

2020 წლის 14 შთამბეჭდავი ფოტო, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებს გვახსენებს

2020 წლის 14 შთამბეჭდავი ფოტო, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებს გვახსენებს
2020 წლის 14 შთამბეჭდავი ფოტო, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებს გვახსენებს

ბრიტანულმა სააგენტო BBC-იმ წლის ყველაზე შთამბეჭდავი 14 ფოტო გამოაქვეყნა, რომლებიც ისტორიკოსმა, ხელოვნების კრიტიკოსმა და პოეტმა კელი გროვიემ ცნობილ ხელოვნების ნიმუშებს შეადარა. 

ეს ფოტო კრის ფალოუსმა გადაიღო, რომელიც ინტერნეტში მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში. კადრში ზვიგენის ყველაზე დიდი ნახტომია დაფიქსირებული, რაც ადამიანმა საკუთარი თვალით ნახა (4.5 მ). საოცარია, რომ სწორედ ეს წამი სამუდამოდ დაფიქსირდა, მილიონობით ადამიანმა ნახა და ის მუდმივად იარსებებს მათში. სამყაროს წამიერი საოცრების დაფიქსირება ხელოვნების მოყვარულებს დამიენ ჰირსტის 1991 წლის ნამუშევარს გაახსენებს. ("სიკვდილის ფიზიკური შეუძლებლობა სხვა ცოცხალი არსების გონებაში".)


ეს საოცარი კადრი 2020 წლის იანვარში, ფილიპინებზე, მანილას მახლობლად ტაალის ვულკანის ამოფრქვევას აფიქსირებს. შთამბეჭდავმა და ამავდროულად შემზარავმა სანახაობამ კელი გროვიეს ანტიკური რომის ქალაქების, პომპეისა და ჰერკულანუმის განადგურება გაახსენა, რაც 1982 წელს შესანიშნავად გამოსახა ჯონ მარტინმა ტილოზე. 

ფოტო 2020 წელს საფრანგეთში, ნიცაშია გადაღებული, ლოქდაუნის პირველ დღეებში. ასე გამოხატა წყვილმა მხარდაჭერა სამედიცინო პერსონალის მიმართ. წყვილის ქმედება თითქოს აბსურდული და გაუგებარია, თუმცა კარგად გამოხატავს კაცობრიობის სურვილს გაგრძელდეს ცხოვრება, თუნდაც ხელის შემშლელი გარემოებებით. მხატვრობის მოყვარულებს, ასეთმა სცენამ შესაძლოა "ჰექტორისა და ანდრომაქეს" ჩახუტება გაახსენოს, რომელიც ჯორჯო დე კირიკოს შემოქმედებაშია ასახული.  ამასთან, რთულია თვალწინ რენე მაგრიტის "საყვარლები" არ დაგიდგეს. 


კორონავირუსის პანდემიამ სამყაროში ბევრი ახალი პრობლემა გააჩინა და ბევრი არსებულიც დაგვანახა. მაგალითად სიღარიბის ზღვარს მყოფი ადამიანები, ადამიანები, რომლებიც რესურსების არ ქონის გამო, კრეატიულ ხერხებს მიმართავდნენ საკუთარი სიცოცხლის დასაცავად. (თუ თქვენ გუგლის საძიებო სისტემაში მოძებნით "კაცი მეტროში" კრეატიულობის, შიშისა და თავგანწირულობის ქართულ ვერსისაც იხილავთ.) 

რაც შეეხება მოცემულ ფოტოს, ღაზელმა ქალბატონმა, საჭმლის მომზადებისას, გასართობად, შვილებს სახეზე ორგანული პირბადეები დაუმაგრა. ამ გასაოცარმა ფოტომ თითქოს გააცოცხლა "მწვანე კაცის" უძველესი ლეგენდა - წარმართული სიმბოლო, რომელიც გაზაფხულის მოსვლას იუწყება. 

დონალდ ტრამპს ეს ფოტო პირველ ივნისს თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის შემდეგ გადაუღეს. პრეზიდენტი დაცვისა და ჟურნალისტების თანხლებით წმინდა იოანეს ტაძრისკენ ფეხით გაემართა. ეკლესია წინა ღამეს არეულობისას დემონსტრანტებმა დააზიანეს. ტრამპს ხელში ბიბლია ეჭირა. ტრამპის ამ ფოტოს ანალოგად ბრიტანელი არტისტის, ჯილიან ვეარინგის ფოტოს გახსენება შეიძლება. არტისტმა ქუჩაში კარგად ჩაცმული ბიზნესმენი გააჩერა, ქაღალდი და კალამი მისცა და სთხოვა დაეწერა ის, რაც მას აზრად მოუვიდოდა. ბიზნესმენმა ქაღალდზე დაწერა სიტყტვები "მე სასოწარკვეთილი ვარ". 

ლიბანში, ბეირუთის აფეთქება წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ეს ფოტო აფეთქების შემდეგაა გადაღებული. მუსიკოსი რეიმონდ ესაიანი დანგრეულ სახლში პიანინოს უკრავს. სცენამ კელი გროვიეს გერმანელი არტისტის, რებეკა ჰორნის  "ანარქიის კონცერტი" გაახსენა.


2020 წელს ბელორუსში არაერთი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. ეს მომხიბვლელი ქალი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თავისუფლების ქანდაკებას გვახსენებს, თუმცა უფრო წარსულშიც შეიძლება მოგზაურობა. უძველესი შუმერული სიყვარულის, სამართლიანობისა და პოლიტიკური ძალაუფლობის ღმერთის, ინანას გამოსახულება მომავალში არაერთი ხელოვანის შთაგონების წყარო გახდა. 

 

სპანეთის ქალაქ რონდოს ქუჩებში, საყოველთაო ჩაკეტვის გამოცხადების შემდეგ, ფარშევანგები გამოჩდნენ. ასეთ სანახაობას ადამიანებით სავსე ქალაქში ვერ ნახავთ. გლობალური პანდემიის შედეგად, ლოქდაუნის დროს, ქალაქის ქუჩები ადამიანები ცოტახნით სხვადასხვა ცხოველებმა ჩაანაცვლეს. ფარშევანგების ეს მარში ფრანგი მხატვრის ალექსანდ-ფრანსუა დეპროტის ნატურმორტს მოგვაგონებს.

როგორ იქცევა საზოგადოება, როდესაც ერთ დროს საამაყო ადამიანების ძეგლების დანახვისას ახლა მხოლოდ ტკივილს გრძნობს. ასე გაუსწორდნენ დემონსტრანტები ცნობილი მოვაჭრის (მათ შორის ვაჭრობდა მონებითაც) ედვარდ კოლსტონის ძეგლს ინგლისში, ბრისტოლში. ამ ფაქტმა საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილო დატოვა. სწორედ ამიტომ, ქუჩის მხატვარმა ვიტ ბანკსიმ ყველასათვის მისაღები ფორმულა შეიმუშავა. მისი აზრით ძეგლი წყლიდან უნდა ამოეღოთ, პედესტალზე დაედგათ, მასზე ჯაჭვები მოეხვიათ და ქვემოთ ადამიანების ფიგურები დაედგათ, რომლებიც მის ჩამონგრევას ცდილობდნენ. მან მისი იდეის ამსახველი ჩანახატი გამოაქვეყნა. 

პანდემიისა და ლოქდაუნისას გაჩენილი უიმედობის დროს, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, აივნებიდან გადმოფენილი ცისარტყელა იმედის სიმბოლოდ იქცა. საინტერესოა, რომ 1918 წლის გრიპის პანდემიამდე ერთი წლით ადრე, შვეიცარიაში დაბადებულმა მხატვარმა პოლ კლიმ ცისარტყელას ასეთი ნახატი შექმნა.

ეს ფოტო ინტერნეტში ელვის სისწრაფით გავრცელდა. ჰოლანდიის ერთ-ერთ ქალაქში ვეშაპის სკულპტურამ მატარებელი კატასტროფას გადაარჩინა. ფოტოს ნახვის შემდეგ აღძრული ემოცია გონებაში რენე მაგრიტის სურიალისტურ ნამუშევარს ამოატივტივებს.


კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი მზის ჩასვლის ფონზე საოცარ ფერთა გამას ქმნის.  ის სხვა სამყაროში გასასვლელ კარიბჭეს მოგვაგონებს. ამ ფოტოს ნახვის შემდეგ გაგახსენდებათ ოლაფურ ელიასონის ინსტალაცია


"ვერ ვსუნთქავ" - ეს იყო აშშ-ში დაწყებული მასობრივი პროტესტის ლოზუნგი, რომელიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ გამოიწვია. ამ ქალის ნიღაბი წარსულში გვამოგზაურებს, როდესაც ადამიანებს სასტიკად ეპტრობოდნენ მონათმფლობელები.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ მინიაპოლისში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. ეს ფოტო თავისი კომპოზიციითა და შინაარსით ნამდვილად მოგვაგონებს ეჟენ დელაკრუას გენიალურ ნახატს „თავისუფლება ბარიკადებზე“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system