თავში

28 სექტემბერს საქართველოს მუზეუმებსა და ნაკრძალებში სტუმრობა უფასო იქნება

28 სექტემბერს საქართველოს მუზეუმებსა და ნაკრძალებში
28 სექტემბერს საქართველოს მუზეუმებსა და ნაკრძალებში სტუმრობა უფასო იქნება

28 სექტემბერს ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით მოქმედ მუზეუმებსა და ნაკრძალებში სტუმრობა უფასო იქნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კულტურის სამინისტრომ მიიღო. 

"მსგავსი ღონისძიებები ქვეყნის კულტურულ-ისტორიული სიმდიდრის პოპულარიზაციისთვის და მასზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ მუზეუმებს თუ მუზეუმ-ნაკრძალებს, იხილონ ადგილობრივი გარემო და გაეცნონ ამა თუ იმ კუთხის კულტურისა და ისტორიის ნაწილს", - განაცხადეს კულტურის სამინისტროში

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system