
28 სექტემბერს ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით მოქმედ მუზეუმებსა და ნაკრძალებში სტუმრობა უფასო იქნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კულტურის სამინისტრომ მიიღო.
"მსგავსი ღონისძიებები ქვეყნის კულტურულ-ისტორიული სიმდიდრის პოპულარიზაციისთვის და მასზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ მუზეუმებს თუ მუზეუმ-ნაკრძალებს, იხილონ ადგილობრივი გარემო და გაეცნონ ამა თუ იმ კუთხის კულტურისა და ისტორიის ნაწილს", - განაცხადეს კულტურის სამინისტროში