თავში

9 ივლისიდან ფესტივალი "ხალხური საღამოები“ იწყება

9 ივლისიდან ფესტივალი "ხალხური საღამოები“ იწყება
9 ივლისიდან ფესტივალი ხალხური საღამოები“ იწყება

საქართველოს სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში ფოლკლორის ცენტრის ფესტივალი "ხალხური საღამოები“ გაიმართება. სკვერში, ტაძრის, ეთნოგრაფიული სახლის ეზოში, სტადიონზე, სოფლის ცენტრში - ქართული ხალხური სიმღერა ყველგან აჟღერდება. ინფორმაციას ამის შესახებ ფოლკლორის ცენტრი ავრცელებს.

ფესტივალში მონაწილეობს: 18 ფოლკლორული, 16 საოჯახო ანსამბლი და 3 ინდივიდუალური შემსრულებელი.

ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით საზაფხულო კონცერტები სხვადასხვა კუთხეში აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

კონცერტების განრიგი ასეთია.

9 ივლისი - რაჭა, სოფელი ლაგვანთა - ანსამბლი ჩვენებურები;

11 ივლისი - შიდა ქართლი, სოფელი ნიქოზი - ანსამბლი ანჩისხატი;

12 ივლისი - ქვემო ქართლი, სოფელი მარტყოფი - ანსამბლი ანჩისხატი;

11 ივლისი - ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი - საოჯახო ანსამბლების კონცერტი:

გურიიდან გორდელაძეები, მჟავანაძეები, ანდღულაძეები, ჩხაიძეები;

რაჭიდან ბერელიძეები;

იმერეთიდან გერსამიები;

14 ივლისი - თბილისი, ფოლკლორის ცენტრის ეზო - ფოლკლორული ანსამბლები: ანჩისხატი, ადილეი, დიდგორი, სახიობა, გორდა;

ინდივიდუალური შემსრულებლები: თინათინ-ნარგილე მეჰთიევა, ალეკო ხიზანიშვილი, ხვიჩა ხვთისიაშვილი;

17 ივლისი - გურია, სოფელი მთისპირი - ანსამბლი დიდგორი;

18 ივლისი - გურია, სოფელი შემოქმედი - ანსამბლი დიდგორი;

20 ივლისი - თბილისი, ფოლკლორის ცენტრის ეზო - საოჯახო ანსამბლების კონცერტი:

კახეთიდან ბიძინაშვილები;

თბილისიდან მელაძეები;

თბილისიდან ვეშაპიძეები;

მცხეთა-მთიანეთიდან გორელიშვილები;

თბილისიდან ურუშაძეები;

21 ივლისი - იმერეთი, ქალაქი წყალტუბო - ანსამბლები: ნადური (წყალტუბო) და ოდოია (სამეგრელო);

22 ივლისი - გურია, ქალაქი ჩოხატაური - ანსამბლები: ამაღლება (ჩოხატაური) და მუსიკელი (სენაკი);

24 ივლისი - კახეთი, სოფელი ართანა - ანსამბლები: ძირიანი (რაჭა) და პატარა კახი (კახეთი);

25 ივლისი - ქვემო ქართლი, ქალაქი წალკა - ანსამბლი სახიობა;

29 ივლისი - სამეგრელო, ქალაქი სენაკი - ანსამბლები: ამაღლება (ჩოხატაური) და მუსიკელი (სენაკი);

2 აგვისტო - სამცხე-ჯავახეთი, სოფელი არალი - ანსამბლი სახიობა;

10 აგვისტო - აჭარა, სოფელი მერისი - ანსამბლი გორდა და თურმანიძეების ოჯახი;

29 აგვისტო - გურია, სოფელი სურები - ანსამბლი ადილეი;

30 აგვისტო - გურია, სოფელი ჩოჩხათი - ანსამბლები: ადილეო და შემოქმედი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system