თავში

ახალგაზრდა ქართველი რეპერი ლონდონიდან - ვინ არის Geo Oku

ახალგაზრდა ქართველი რეპერი ლონდონიდან - ვინ არის Geo Oku
ახალგაზრდა ქართველი რეპერი ლონდონიდან - ვინ არის Geo Oku

ახალგაზრდა ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი გიორგი ოქუაშვილი, იგივე Geo Oku, სხვა რეპერებთან რამდენიმე წლიანი კოლაბორაციის შემდეგ ახალ, სოლო პროექტზე მუშაობს. ამბობს, რომ სიმღერების ნაწილი უკვე დაწერილია და მალე სტუდიაში მუშაობასაც დაიწყებს. 

გიორგი 14 წლიდან ლონდონში ცხოვრობს და სწავლობს. სწორედ იქ გაიცნო და დაუმეგობრდა თანატოლებს, რომლებთან ერთადაც პირველი სიმღერა ჩაწერა. მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის დიზაინის სპეციალობა აირჩია, არც მუსიკალურ კარიერაზე უთქვამს უარი. შემოქმედებითი ცხოვრების პირველ ნაბიჯებს გიორგი report.ge-სთან იხსენებს. 

"ჰიპ-ჰოპი და რეპი არის ის მუსიკა, რომლითაც ბავშვობიდანვე დავინტერესდი, როცა 50 cent-სა და Eminem-ს ვუსმენდი. ჩემზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ცნობილმა ჰიტებმა - If I Can’t და Not afraid, რადგან მელოდიურად ლაპარაკობდნენ ცხოვრებაზე და მეც იმ ცხოვრების ნაწილი ვიყავი. მიზიდავდა მუსიკის რიტმი, ტემპერამენტი და ნათქვამის სიმართლე.

ახლა 20 წლის ვარ. ლონდონში 14 წლის წავედი. სკოლა და კოლეჯი იქ დავამთავრე. ჩავაბარე Regent’s University- ში, ინტერიერის დიზაინის სპეციალობით.

სკოლაში სწავლის დროს დავდიოდი კალათბურთზე და ის ბიჭები, რომლებთან ერთადაც პირველი მუსიკალური პროექტი განვახორციელე, სწორედ კალათბურთზე გავიცანი. თან ვვარჯიშობდით, თან ვრეპავდით მე (Geo), პენრი (Sage), მაქსი (17milly), კრიშნა ( KUSH) და ჯეიჯეი (Cokeboy). პირველი სიმღერა - Trouble Makers მე და ჰენრიმ ჩავწერეთ, ტექსტიც და მუსიკაც ჩვენი იყო, მე ჩემს ვერსიას ვწერდი და ვასრულებდი, ის - თავისას. მერე დანარჩენებიც შემომიერთდნენ" - უყვება გიორგი Report.ge-ს. 

გიორგი 2019 წელს ამსტერდამში ჩაფრინდა, სადაც საკუთარი რეჟისურით პირველი ვიდეორგოლი გადაიღო. გულახდილ ინტერვიუში რეპერი ლეგალურ ნარკოტიკთან დაკავშირებულ გამოცდილებასაც იხსენებს და თანატოლებს ურჩევს, შემოქმედებითი ცხოვრებისა და გართობისთვის ისეთი გზა აირჩიონ, რაც ზიანს არავის მოუტანს. 

“გადავწყვიტე, წავსულიყავით ამსტერდამში 2019 წლის ზაფხულში და იქ გადამეღო კლიპი, რეჟისურა ჩემი იყო, ტექსტიც. რადგან ამსტერდამში ადამიანების 42% უსმენს პოპს, უყვართ და მისდევენ ამ მუსიკას, არის თავისუფალი ქალაქი და პოპის მოყვარულებისთვის ინსპირაციის წყარო, ვიფიქრე, რომ სწორედ ამ ქალაქში უნდა ჩავსულიყავით და იქაურობა უფრო ახლოდან გაგვეცნო.

ამსტერდამში რომ ჩავფრინდით, ლეგალურად გავსინჯეთ Gelato 41, რომ უფრო შემოქმედებითები გავმხდარიყავით. წაღებული გვქონდა ლონდონში, ჩემს სტუდიაში ჩაწერილი მუსიკა Take A Trip, იქ კლიპი გადავიღეთ. სიმღერა ეძღვნება ლონდონიდან ამსტერდამში მოგზაურობასა და იქაური თავისუფლების შეგრძნებას.

კლიპი გადავიღეთ და ამით ძალიან ვისიამივნეთ, თუმცა ჩემთვის კარგი და შესაფერისი არ აღმოჩნდა ის Weed-ი. ამიტომაც ვურჩევდი თანატოლებს, რომ კარგია გართობა და შემოქმედება, მაგრამ სხვანაირადაც შეიძლება მონახო გართობისა და შემოქმედების გზები, როცა არც შენ დაზიანდები და არც შენს ახლობლებს დააზიანებ" - ასე უყურებს ის პირად გამოცდილებას.

Geo Oku ნიუ იორკშიც იმყოფებოდა და სტუდია Premier Recording-ში, სადაც ცნობილი რეპერები წერენ თავიანთ ნამუშევრებს, მისი საავტორო სიმღერა - Lifestyle ჩაწერა. გიორგი ასევე თანამშრომლობდა სხვადასხვა მუსიკალურ სტუდიასთან შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში. 

"ამსტერდამში ჩასვლამდე, ოთხი თვით ადრე, ვიყავი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ცნობილ სტუდიაში - Premier Recording-ში, სადაც ჩავწერე ჩემი მუსიკა - Lifestyle. ამ სტუდიაში ბევრ ცნობილ რეპერს აქვს ჩაწერილი სიმღერები. მივიღე დიდი განწყობა და ამბიცია, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეც სახელგანთქმული ჩავწერდი აქ სიმღერას.

უფრო ადრე, 2018 წელს შვეიცარიაში, ჟენევაში, მეგობრის, Tobby-ის სტუდიაში, მასთან ერთად ჩავწერე მუსიკა Payday, ანუ Geo-მ და Tobby- მ გავრეპეთ.

ცოტა უფრო ადრე, 2017 წელს, ჩემს კალათბურთელ რეპერებთან ერთად ლონდონში, სტუდია Soho Sonics - ში ჩავწერე მუსიკა: NOTT-Money, Not On The Table - იხსენებს რეპერი. 

აღსანისშნავია, რომ გიორგი ცნობილი ოჯახიდან არის. გასულ წელს, დედის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა მისთვის ერთგვარ ინსპირაციად იქცა ახალი პროექტის დასაწყებად.

"შარშან ზაფხულს მონაწილეობას ვიღებდი დედაჩემის, ნატო ჩხეიძის სადეპუტატო არჩევნებში, როცა დავწერე მუსიკა არჩევნების თემაზე. მას შემდეგ გადავწყვიტე, გავაკეთო სოლო (single) პროექტი და რამდენიმე სიმღერა უკვე დავწერე კიდეც, რომელსაც მალე ჩავწერ და გავუშვებ ყველა შესაბამის მუსიკალურ პლატფორმაზე" - ამბობს გიორგი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system