თავში

ალან რიკმანის ხელნაწერი დღიურები წიგნად გამოიცემა

ალან რიკმანის ხელნაწერი დღიურები წიგნად გამოიცემა
ალან რიკმანის ხელნაწერი დღიურები წიგნად გამოიცემა

მსახიობ ალან რიკმანის დღიურები, რომელიც 27 ხელნაწერი დღიურისგან შედგება, წიგნად გამოიცემა.  ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

ხელნაწერების გამოცემაზე საავტორო უფლება გამომცემელმა Canongate-მა მოიპოვა. წიგნი 2022 წლის შემოდგომაზე გამოიცემა. 

რიკმანმა ხელნაწერების წერა 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, იმ განზრახვით, რომ ისინი ერთ მშვენიერ დღეს გამოქვეყნდებოდა. 

დღიურები მსახიობობაზე, მეგობრობაზე, ალან რიკმანის ცხოვრებასა,სცენაზე განცდილ შეგრძნებებსა და მოგენებებზე მოგვითხრობს.

”თუმცა ყველაფერზე მეტი დღიურები აჩვენებს ნამდვილ ალან რიკმანს, მხიარულს, მგზნებარეს და ზოგჯერ პროვოკაციულს. დღიურები ისეა დაწერილი, თითქოს უახლოეს მეგობარს ესაუბრებოდეს. მათში მოკლე, სხარტად გადმოცემული აბზაცებით სრულყოფილი სურათია შექმნილი. მისი მეშვეობით ჩვენ მსახიობის შეხედულებებსა და წარმოდგენებს უფრო ახლოდან ვეცნობით", - აცხადებს გამომცემელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system