თავში

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა

ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ანზორ ერქომაიშვილის შემოქმედებისა და ღვაწლის პატივსაცემად მისი სახელობის მემრიალური დაფა გაიხსნა. 

ლოტბარისა და კომპოზიტორის მეუღლემ ლალი სეთურიძემ მემორიალური დაფა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გახსნა. 

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ანზორ ერქომაიშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული კულტურის წინაშე. იგი იყო სახელოვანი მუსიკოსი და ლოტბარი, კომპოზიტორი, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებელი და გამომცემელი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, არაერთი თაობის აღმზრდელი. მისი ხელმძღვანელობითა და საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით გამოიცა ეროვნული კულტურის შესახებ უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“; ანზორ ერქომაიშვილს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია, დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით", - ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ.

გავრცელებულ ინფორმაციაში. დიდი ქართველი მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი მიმდინარე წლის 31 მარტს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ლოტბარი ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system