თავში

Art-გენი 16 ივლისს იხსნება - ფესტივალის პროგრამა

Art-გენი 16 ივლისს იხსნება - ფესტივალის პროგრამა
Art-გენი 16 ივლისს იხსნება - ფესტივალის პროგრამა

ფესტივალი Art-გენი 2021 კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით, 16 ივლისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში "სუხიშვილების" კონცერტით გაიხსნება.

მაყურებელს შესაძლებლობა ექნება Art-გენის დასკვნით კონცერტებზე ასევე მოუსმინოს, 17 ივლისი - "გაგა ფრანი", 18 ივლისი ჯგუფი Reggaeon, 23 ივლისი - ბენდი "ჩვენებურები" და ლელა ნაყეური, 24 ივლისი - ნინო ქათამაძე. 

ფესტივალის თბილისის ტურს, 25 ივლისს, 33ა და ნიაზ დიასამიძე დახურავს.

წელს პირველად, კონცერტები გაიმართება, მხოლოდ შემდეგ დღეებში: პარასკევი, შაბათი, კვირა.დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში მოეწყობა, ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები და დასასვენებელი სივრცეები.

წელს რეგიონული ტურნე, თბილისის ტურის დასრულების შემდეგ, 31 ივლისს, პანტიანის ტბაზე გაიმართება.ფესტივალ Art-გენს 18 წელი შეუსრულდა.

ფესტივალი Art-გენი 2004 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა.

ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით Art-გენს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში.

ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.

წლების განმავლობაში Art-გენმა არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინად იქცა. ფესტივალი წელსაც საინტერესო სიახლეებს სთავაზობს მაყურებელს.

ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. ამიტომ რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, Art-გენი ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ლოკაციის ადგილებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system