თავში

არველაძეების შესახებ გადაღებული ფილმი მილანის ფესტივალის გამარჯვებულია

არველაძეების შესახებ გადაღებული ფილმი მილანის ფესტივალის გამარჯვებულია
არველაძეების შესახებ გადაღებული ფილმი მილანის ფესტივალის გამარჯვებულია

დოკუმენტური ფილმი „ქართული ფეხბურთის ტრიო“ მილანის ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

ფილმი გოგი თორაძემ გადაიღო და მასში მოთხრობილია ქართველი ძმების, არველაძეების შესახებ, რომლებიც მთელ მსოფლიოში გამოირჩევიან, რადგან ნაკრებში ერთდროულად ითამაშეს. 

კონკურსში 123 ქვეყანა მონაწილეობდა და თორაძის ნამუშევარი მილანის ფესტივალზე უკვე მეორედ აღიარეს.

პირველად წარმატებას ქართველმა კინორეჟისორმა ქართული ფეხბურთის ისტორიაზე გადაღებული ფილმით, 2013 წელს მიაღწია. 

რევაზ, შოთა და არჩილ არველაძეებმა საქართველოს ეროვნულ გუნდში ჯამში 104 შეხვედრა ჩაატარეს, შოთა კი 26 გოლით დღემდე ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system