თავში

ბენედიქტ კამბერბეტჩი ლიტვინენკოს როლს შეასრულებს

ბენედიქტ კამბერბეტჩი ლიტვინენკოს როლს შეასრულებს
ბენედიქტ კამბერბეტჩი ლიტვინენკოს როლს შეასრულებს

ბრიტანელი მსახიობი ბენედიქტ კამბერბეტჩი HBO-ს სერიალში რუსეთის სახელმწიფოს მიერ მოკლული ალექსანდრ ლიტვინენკოს როლს  შეასრულებს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Variety იუწყება.

სერიალი დაფუძნებული იქნება ბრიტანელი ჟურნალისტის, ალან კაუელის წიგნზე, სახელწოდებით The Terminal Spy. 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომ ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

ცნობისთვის, ბრიტანელმა გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ 44 წლის ლიტვინენკომ ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში, კოვტუნთან და ლუგოვოისთან ერთად რადიოაქტიური პოლონიუმით მოწამლული ჩაი დალია. ლიტვინენკო სამი კვირის შემდეგ, 2006 წლის 23 ნოემბერს, ლონდონის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბრიტანეთის გამოძიებამ დაასკვნა, რომ  2006 წელს რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის უკან რუსეთის მთავრობა იდგა და ეს მკვლელობა, სავარაუდოდ, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ იყო ნაბრძანები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system