თავში

ბილტმორის ხელოვნების მუზეუმი 2020 წელს მხოლოდ ქალი არტისტების ნამუშევრებს შეიძენს

​ბილტმორის ხელოვნების მუზეუმი 2020 მხოლოდ ქალი არტისტების ნამუშევრებს
ბილტმორის ხელოვნების მუზეუმი 2020 წელს მხოლოდ ქალი არტისტების ნამუშევრებს შეიძენს

ბალტიმორის ხელოვნების მუზეუმმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს მხოლოდ ქალი არტისტების ნამუშევრები შეიძინოს. ამჟამად ქალ ავტორებს მუდმივმოქმედი კოლექციის მხოლოდ 4 პროცენტი ეკუთვნის. ეს გადაწყვეტილება იმ ახალი ინიციატივის ნაწილია, რომლის მიხედვითაც მუზეუმი ხელოვნებაში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრას ცდილობს. ინიციატივის ფარგლებში, მომავალ წელს ქალ არტისტებს 20 გამოფენა დაეთმობა.

მუზეუმის დირექტორი, კრისტოფერ ბედფორდი ამბობს, რომ 2020 წლის ხედვა იმ ეთიკის გამოხატულებაა, რომელიც მუზეუმში ყოველთვის არსებობდა.

„ჩვენი კოლექციით ყველა დროის ამბავი უნდა მოვყვეთ“, - თქვა მან.

გადაწყვეტილების მნიშვნელობა აღნიშნეს ხელოვნებაში თანასწორობის აქტივისტებმა.

“გარშემო ძალიან ბევრი ქალი არტისტია, რომელიც იმსახურებს ცნობას და პატივისცემას. ეს მხოლოდ დასაწყისია. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ასეთი რამ 1972 წელს რომ მომხდარიყო“, - თქვა ხელოვნებაში ქალთა დამცველმა სინდი ნემსერმა.

ბალტიმორის ხელოვნების მუზეუმს აუქციონის წლიური ბიუჯეტი 2 მილიონ აშშ დოლარით აქვს განსაზღვრული. შემოქმედთა ნამუშევრების ყიდვით ისინი არა მხოლოდ ავსებენ მუდმივმოქმედ კოლექციას, არამედ განვითარებაში ეხმარებიან არტისტებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system