თავში

Blink-182-ს ვოკალისტი სიმსივნეს ებრძვის

Blink-182-ს ვოკალისტი სიმსივნეს ებრძვის
Blink-182-ს ვოკალისტი სიმსივნეს ებრძვის

ჯგუფ Blink-182-ის ვოკალისტი მარკ ჰოპუსი სიმსივნეს ებრძვის. ამის შესახებ მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

„ბოლო 3 თვის განმავლობაში ქიმიოთერაპიის კურსს გავდიოდი. სიმსივნე მაქვს. ძალიან მეშინია, მაგრამ ამავდროულად გამიმართლა, რომ მყავს შესანიშნავი ექიმები, ოჯახი, მეგორები, რომლებიც ამ რთულ პერიოდში მეხმარებიან, მკურნალობის რამდენიმე თვე ჯერ კიდევ წინ მაქვს, მაგრამ ვცდილობ იმედი და პოზიტივი შევინარჩუნო. მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც სიმსივნეს დავამარცხებ და თქვენთან შეხვედრას შევძლებ“, - წერს მარკ ჰოპუსი.

Blink-182 კალიფორნიაში 1992 წელს დაარსდა. მსოფლიო მასშტაბით მათ გაყიდული აქვთ 35 მილიონზე მეტი ალბომი. პირველი დიდი წარმატება მათ იქონიეს დისკით Enema of the State და ორი სინგლით - „What's My Age Again“ და „All the Small Things“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system