თავში

ბლოგერმა "კალმარის თამაში" რეალობაში გააცოცხლა - VIDEO

ბლოგერმა "კალმარის თამაში" რეალობაში გააცოცხლა - VIDEO
ბლოგერმა კალმარის თამაში რეალობაში გააცოცხლა - VIDEO

ცნობილმა ამერიკელმა ბლოგერმა MrBeast-მა  Netflix-ის სამხრეთ კორეული სერიალი "კალმარის თამაში"  რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანა. მისი თქმით, მან ამ პროექტზე 3,5 მილიონი დოლარი დახარჯა.

ვიდეო ბლოგერის YouTube არხზე გამოქვეყნდა.

თამაშში ერთმანეთისთვის უცნობმა 456-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეებს რთული თამაშების გავლა მოუწიათ.

ფულადი პრიზი გამარჯვებულს 456 ათასი დოლარის ოდენობით გადაეცა. 

სამხრეთ კორეული სერიალი "კალმარის თამაში" (Squid Game) Netflix-ის სტრიმინგ სერვისის ყველაზე წარმატებული პროექტი გახდა. გამოსვლის დღიდან სერიალს 111 მილიონმა მომხმარებელმა უყურა.

Netflix-მა სამხრეთ კორეული სერიალის "კალმარის თამაშისგან" 900 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით მოგება ნახა. ამასთან, გამოცემა Bloomberg აღნიშნავს, რომ სერიალის წარმოება მხოლოდ 21.4 მილიონი დოლარი დაჯდა, დაახლოებით 2,4 მილიონი აშშ დოლარი თითო ეპიზოდი.

კომპანიამ დაადასტურა, რომ "კალმარის თამაშების" მეორე სეზონსაც გადაიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system