თავში

ბუკერის პრემია პირველად მიიღო ფრანგმა მწერალმა

ბუკერის პრემია პირველად მიიღო ფრანგმა მწერალმა
ბუკერის პრემია პირველად მიიღო ფრანგმა მწერალმა

2021 წლის ბუკერის საერთაშორისო პრემია პირველად მიიღო ფრანგმა მწერალმა. ესაა დევიდ დიოპი, რომელსაც ჯილდო რომანისთვის "At Night All Blood is Black" ("ღამე ყველა სისხლი შავია") გადაეცა. ამის შესახებ BBC წერს. 

ინგლისურად რომანი ანა მოსკოვაკისმა თარგმნა.

დიოპი და მოსკოვაკისი გაიყოფენ ფულად პრიზს, რომელმაც 50 000 გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

დევიდ დიოპი, რომელიც წარმოშობით სენეგალელია, XVIII საუკუნის ლიტერატურის პროფესორია. "At Night All Blood is Black" მისი მეორე რომანია, რომელმაც რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო მოუტანა. ის ახლა მსოფლიოს 13 ენაზე ითარგმნება. სიუჟეტის ცენტრში სენეგალელია, რომელიც საფრანგეთის მხარეს პირველი მსოფლიო ომის დროს დასავლეთ ფრონტზე იბრძოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system