თავში

ბუკმერეკები "ევროვიზიის" ფავორიტს ასახელებენ

ბუკმერეკები "ევროვიზიის" ფავორიტს ასახელებენ
ბუკმერეკები ევროვიზიის ფავორიტს ასახელებენ

"ევროვიზიის" ოფიციალური ბუკმეკერები ფავორიტს ასახელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი EuroINvision ავრცელებს.

მესამე ადგილს, პროგნოზების თანახმად, მალტა იკავებს. ქვეყანას დესთინი ჩუკუნიერე სიმღერით "Je me casse" წარმოადგენს. მეორე ადგილზე გადმოინაცვლა საფრანგეთმა და ბარბარა პრავიმ სიმღერით "Voilà". პირველ ადგილზე ავიდა იტალია, რომელსაც "ევროვიზიაზე" ჯგუფი "Måneskin" სიმღერით "Zitti e buoni" წარადგენს.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების გამო, 2020 წლის ევროვიზიის კონკურსი გაუქმდა და ის წელს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში 18-22 მაისს ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system