თავში

ჩატარდება თუ არა ფესტივალი Tbilisi Open Air წელს - ორგანიზატორების განცხადება

ჩატარდება თუ არა ფესტივალი Tbilisi Open Air წელს - ორგანიზატორების განცხადება
ჩატარდება თუ არა ფესტივალი Tbilisi Open Air წელს - ორგანიზატორების განცხადება

ფესტივალი Tbilisi Open Air წელს აღარ ჩატარდება. ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორები, განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ფესტივალის ახალ თარიღად 2021 წლის 25-26-27 ივნისი დასახელდა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ, ფესტივალის ორგანიზატორები, უამრავ ადამიანთან ერთად ვცდილობდით, გვეპოვა გზა, რომლის საშუალებითაც ამ გადაწყვეტილების მიღება აღარ მოგვიწევდა. ვეცნობოდით ყველა მასალას და პროგნოზს, ვამუშავებდით ადგილობრივ და გლობალურ რეგულაციებს, ვაწარმოებდით კონსულტაციებსა და აზრთა გაცვლა-გამოცვლას ადგილობრივი და უცხოური ფესტივალების წარმომადგენლებთან, ვესაუბრებოდით ჩვენს არტისტებსა და კოლეგებს.

მიგვაჩნია, რომ თქვენს უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ფესტივალის დამსწრეები, ჩვენი არტისტები, პარტნიორები, სპონსორები, ვენდორები, სტაფი, მოხალისეები და მთელი ის უზარმაზარი ჩემპიონთა ოჯახი, რომლის ერთობაც ქმნის ფესტივალს - ბუნებრივია, ჩვენთვის პრიორიტეტი სწორედ ამ ადამიანების დაცვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. უკვე აშკარაა, რომ მოქმედი ან მოსალოდნელი რეგულაციები არ გვაძლევს იმის საშუალებას, ამ ადამიანებს ის უსაფრთხოების გარანტია მივცეთ, რომელიც დიდი მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალს მშვიდად და აუღელვებლად ჩაგვატარებინებს, თუნდაც შემოდგომაზე. დედამიწის თითქმის ყველა წერტილში წელს დაგეგმილი დაახლოებით 2 000 ფესტივალიდან 1 900-ზე მეტი უკვე გაუქმდა ან გადაიდო. სამწუხაროდ, გამონაკლისი ვერც ჩვენ ვიქნებით. 

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გაიგებენ ამ პოზიციას და გვერდით დაგვიდგებიან. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად გადავლახავთ ამ ურთულეს პერიოდს და 2021 წელს ისეთ ფესტივალს შემოგთავაზებთ, რომელიც წლევანდელ იმედგაცრუებასა და ორწლიან მოლოდინს სრულიად აანაზღაურებს. ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენ უკვე დავიწყეთ.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვარღვევთ ტრადიციას და 2021 წლის ფესტივალის თარიღებს ახლავე ვაცხადებთ: Tbilisi Open Air 2021 ჩატარდება 25-26-27 ივნისს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system