თავში

ჩედვიკ ბოუსმენს ოსკარზე წარადგენენ

ჩედვიკ ბოუსმენს ოსკარზე წარადგენენ
ჩედვიკ ბოუსმენს ოსკარზე წარადგენენ

"შავი პანტერის" ვარსკვლავს,  ჰოლივუდის გარდაცვლილ მსახიობ ჩადვიკ ბოუსმენს ოსკარზე წარადგენენ. ამის შესახებ გამოცემა Variety იუწყება.

შავი პანტერის როლის შემსრულებელს საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში ფილმ "Ma Rainey's Black Bottom-ში" შესრულებული როლისთვის წარადგენენ.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 18 დეკემბერს გაიმართება.

პულიცერის პრემიის ლაურეატის, ავგუსტ ვილსონის პიესის მიხედვით გადაღებულ ფილმში მოქმედება 1927 წლის ჩიკაგოში ვითარდება. ფილმი აფროამერიკელი მომღერლის მა რეინის კარიერაზე მოგვითხრობს.

ბოუსმენი 29 აგვისტოს, 43 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა. მსახიობს მესამე სტადიის სიმსივნის დიაგნოზი 2016 წელს დაუდასტურდა და 4 წლის განმავლობაში დაავადებას ებრძოდა, თუმცა თავად ამის შესახებ საჯაროდ არასდროს საუბრობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system