თავში

დღეს გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი და კინოჩვენება გაიმართება

გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი და კინოჩვენება გაიმართება
დღეს გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი და კინოჩვენება გაიმართება

გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი და კინოცვენება კინოთეატრ „ამირანში“ დღეს გაიმართება.

კომპოზიტორის შესახებ გადაღებულ ფილმს „სევდის ანგელოზები“ ჰქვია. მისი გადაღება ბერლინში, ბრუსელში, ბაქოში, ანტვერპენსა და თბილისში მიმდინარეობდა. სცენარისტის, თეონა ჯორბენაძის თქმით, ნამუშევარი მოგვითხრობს ხელოვანზე, ვისთვისაც ყველა ეპოქაში ყველაზე მთავარი თავისუფლება იყო.

ფილმში მონაწილეობენ: გიდონ კრემერი, რობერტ სტურუა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ნინო ანანიაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი და სხვა.

პრემიერასთან ერთად, კინოთეატრის სცენაზე ქართველი მუსიკოსები ყანჩელის ნაწარმოებებს შეასრულებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system