თავში

Eminem-ის მორიგი მოულოდნელი ალბომი

Eminem-ის მორიგი მოულოდნელი ალბომი
Eminem-ის მორიგი მოულოდნელი ალბომი

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰიპ-ჰოპ არტისტი, მარშალ მეზერსი მორიგ დაუანონსებელ ალბომს აქვეყნებს.  მსგავსი რამ "ემინემმა" 2018 წელსაც გააკეთა და  მისი რიგით მე-10 ალბომი Kamikaze  ყველასთვის მოულოდნელად წარუდგინა მუსიკალურ სამყაროს. Music to Be Murdered,   დეტროიტელის მორიგი ნამუშევარია სადაც 20 სიმღერა შედის. ემინემის განცხადებით, ნამუშევარი ლეგენდარული რეჟისორის, ალფრედ ჰიჩკოკის შთაგონებით შექმნა. პროდუსერობა ამჯერადაც Dr.Dre-მ ითავა. ვეტერანმა ჰიპ-ჰოპერმა კვლავ ითანამშრომლა Ed Sheeran-თან და Skylar Grey-თან, თუმცა მსმენელი ყველაზე მეტად Juice WRLD-თან ჩაწერილმა სიმღერამ გააოცა. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი 21 წლის ასაკში 2019 წელს გარდაიცვალა და როგორც ჩანს, მის კუმირთან უკანასკნელი სიმღერის ჩაწერა მოასწრო. საინტერესოა, რომ Juice WRLD-თან შესრულებულ სიმღერა Godzilla-ში, "ემინემი" ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ  ლირიკას გვთავაზობს და ბევრი უკვე მას Rap God-საც ადარებს. 

Kamikaze, რომელმაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანონსის გარეშე იხილა დღის შუქი, კომერციულად საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინა, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა.  რა ბედი ეწევა Music to Be Murdered-ს ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი დავტკბეთ ვეტერანი არტისტის  ბოლო შემოქმედებით.

სიმღერების სია: 

01. Premonition (Intro)

02. Unaccommodating (F. Young M.A)

03. You Gon' Learn (F. Royce da 5'9" & White Gold)
04. Alfred (Interlude)
05. Those Kinda Nights (F. Ed Sheeran)
06. In Too Deep
07. Godzilla (F. Juice WRLD)
08. Darkness
09. Leaving Heaven (F. Skylar Grey)
10. Yah Yah (F. Royce Da 5'9", Black Thought, Q-Tip & Denaun)
11. Stepdad (Intro)
12. Stepdad
13. Marsh
14. Never Love Again
15. Little Engine
16. Lock It Up (F. Anderson .Paak)
17. Farewell
18. No Regrets (F. Don Toliver)
19. I Will (F. KXNG Crooked, Royce da 5'9" & Joell Ortiz)
20. Alfred (Outro)

წყაროCNN

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system