თავში

ენ ჰეთუეი და ჯარედ ლეტო ახალ სერიალში მიიღებენ მონაწილეობას

​ენ ჰეთუეი და ჯარედ ლეტო ახალ სერიალში მიიღებენ მონაწილეობას
ენ ჰეთუეი და ჯარედ ლეტო ახალ სერიალში მიიღებენ მონაწილეობას

Apple TV+ იწყებს მუშაობას სერიალზე "WeCrashed", რომელშიც კომპანია WeWork-ში მომხდარი მოვლენებია ასახული. ორგანიზაცია კომერციული უძრავი ქონების სფეროში მუშაობდა და სტარტაპებისა და სხვა კომპანიებისთვის მოხერხებულ სამუშაო სივრცეებს სთავაზობდა. 2019 წელს WeWork სკანდალში გაეხვა, როდესაც გაირკვა, რომ კომპანია ზედმეტად ბევრს ხარჯავს. დანაკარგებმა ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ WeWork-ის დამფუძნებელი და დირექტორი ადამ ნეიმანი გადადგა.

სერიალში 8 სერია იქნება. ჯარედ ლეტო და ენ ჰეთუეი ადამ და რებეკა ნეიმანებს ითამაშებენ.

სერიალის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system