თავში

ეროვნულ მუზეუმში ცუცხვათის მღვიმოვანის აღმოჩენებს გამოფენენ

​ეროვნულ მუზეუმში ცუცხვათის მღვიმოვანის აღმოჩენებს გამოფენენ
ეროვნულ მუზეუმში ცუცხვათის მღვიმოვანის აღმოჩენებს გამოფენენ

დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმი ცუცხვათის მღვიმოვანის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მოპოვებულ არქეოლოგიურ და პალეონტოლოგიურ მონაპოვრებს გამოფენს. ექსპოზიცია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, ქვის ხანის დარბაზში გაიმართება. მას სახელად „ნეანდერტალელები სამხრეთ კავკასიაში – ცუცხვათის მღვიმოვანი, ძველი და ახალი აღმოჩენები“ ჰქვია.

ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, რომ ცუცხვათის ცამეტიარუსიანი მღვიმოვანის შესწავლა გასულ საუკუნეში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის ინიციატივით დაიწყო. მღვიმეებში მიაკვლიეს შუა პალეოლითის (ძველი ქვის ხანის შუა პერიოდი, დაახლ. 400 - 40 ათასი წლის წინ) ქვის იარაღებს, ასევე, განამარხებული ცხოველების ძვლებს. გამოფენაზე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ე.წ. „ბრინჯაოს მღვიმეში“ მოპოვებული ნეანდერტალელი ბავშვის საღეჭი კბილი, რომელიც ახალი კვლევების თანახმად დაახლოებით 50 000 წლით თარიღდება.

გამოფენა 14:00 საათზე გაიხსნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system