თავში

"ერთად შევძლებთ, ეს სასახლე ვაქციოთ უნიკალურ სამუზეუმო სივრცედ" - წულუკიანი

"ერთად შევძლებთ, ეს სასახლე ვაქციოთ უნიკალურ სამუზეუმო სივრცედ" - წულუკიანი
ერთად შევძლებთ, ეს სასახლე ვაქციოთ უნიკალურ სამუზეუმო სივრცედ - წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს ეწვია და მუზეუმში დაცული ექსპონატები, რელიგიური სიწმინდეები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, თავდაპირველად მინისტრმა ახლად რეაბილიტირებული ნიკო დადიანის სასახლე მოინახულა.

თეა წულუკიანმა ასევე დედოფლისეული სასახლე დაათვალიერა , მუზეუმის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მუზეუმში არსებული საჭიროებები მათგან მოისმინა.

მინისტრმა სასახლის მოქმედ და სხვადასხვა პერიოდში დასაქმებულ თანამშრომლებს საგანძურის, უნიკალური ექსპონატების მოვლა-პატრონობისთვის მადლობა გადაუხადა და სამუზეუმო ფონდის მომავალი თაობებისთვის გადაცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სწორედ მათი ერთგულებითა და დაუღალავი შრომის შედეგად, ერთად შევძლებთ, რომ ეს სასახლე ვაქციოთ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბის ერთ-ერთ სამაგალითო და უნიკალურ სამუზეუმო სივრცედ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო დედოფლისეული სასახლის მწვავე ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს და გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system