თავში

გვადალახარაში"ვეფხისტყაოსნის" ესპანურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

გვადალახარაში"ვეფხისტყაოსნის" ესპანურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
გვადალახარაშივეფხისტყაოსნის ესპანურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

მექსიკაში, ხალისკოს შტატის დედაქალაქში, გვადალახარას წიგნის საერთაშორისო გამოფენა - FIL 2019 ოფიციალურად გაიხსნა.

საქართველო გვადალახარას უნივერსიტეტის პავილიონის საპატიო სტუმარი იყო.

მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ერისთავმა, უნივერსიტეტის რექტორატის წარმომადგენლებთან ერთად, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" ესპანურენოვანი გამოცემისა და ახალი, ერთობლივი გამოცემის პროექტის პრეზენტაცია გამართეს.

პრეზენტაციამ საერთაშორისო გამოფენის სტუმრების ყურადღება დაიმსახურა. საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საელჩოს, მალაგის უნივერსიტეტისა და გვადალახარას უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, ასევე ისაუბრა ქართულ კულტურაზე, ენასა და დამწერლობაზე.

პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნა ვიდეო-რგოლები საქართველოსა და ქართული ანბანის შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system