თავში

გვენ სტეფანიმ ფარულად იქორწინა

გვენ სტეფანიმ ფარულად იქორწინა
გვენ სტეფანიმ ფარულად იქორწინა

51 წლის მომღერალმა, გვენ სტეფანიმ 45 წლის ქანთრის მომღერალზე, ბლეიქ შელტონზე ფარულად იქორწინა. ამის შესახებ ტაბლოიდური გამოცემა Page Six წერს. 

საქორწინო ცერემონია აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში, ბლეიქის რანჩოზე გაიმართა. ცერემონიას მხოლოდ ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

გვენ სტეფანი და ბლეიქ შელტონი გასულ წელს დაინიშნენ, თუმცა მათი ქორწილი პანდემიის გამო, რამდენჯერმე გადაიდო.

გამოცემის ცნობით, წყვილი ერთმანეთს 6 წლის განმავლობაში ხვდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system