თავში

გვინეთ პელტროუ ფილმებში მონაწილეობაზე უარს ამბობს

გვინეთ პელტროუ ფილმებში მონაწილეობაზე უარს ამბობს
გვინეთ პელტროუ ფილმებში მონაწილეობაზე უარს ამბობს

ჰოლივუდის მსახიობმა გვინეთ პელტროუმ აღიარა, რომ მას ფილმებში თამაში აღარ სურს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

პელტროუს განცხადებით, ამ ეტაპზე მას სცენარისტობა უფრო ხიბლავს, ვინაიდან კამერის წინაშე თავს კომფორტულად აღარ გრძნობს. მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ ფართო აუდიტორიის წინაშე მხოლოდ მაშინ დაბრუნდება, თუ ფილმის სცენარის ავტორი მისი მეუღლე ბრედ ფელჩაკი იქნება.

მან ასევე აღნიშნა, რომ თეატრის სცენაზე თამაშის შესაძლებლობასაც განიხილავს.

"მსახიობობა ძალიან ახალგაზრდა ასაკში დავიწყე... მე ასე ახალგაზრდულად დავიწყე… დიდი დრო გავიდა იქამდე, სანამ საკუთარ თავს ვკითხე, ეს სამუშაო ნამდვილად მომწონს? ამის კეთების დროს თავს კომფორტულად ვგრძნობ? მსახიობობა ნამდვილად მინდა?", - აცხადებს გვინეთი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system