თავში

HBO Max ბრიტანი მერფის შესახებ ფილმს გადაიღებს

HBO Max ბრიტანი მერფის შესახებ ფილმს გადაიღებს
HBO Max ბრიტანი მერფის შესახებ ფილმს გადაიღებს

სტრიმინგის სერვისი HBO Max მსახიობ ბრეტანი მერფის შესახებ ორ ნაწილიან დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. 

ავტორები  ახალგაზრდა ამერიკელი მსახიობის ცხოვრების, კარიერისა და ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ მოგვითხრობენ. ნამუშევარს საფუძვლად უდევს ინტერვიუები იმ ადამიანებთან, ვინც მსახიობს კარგად იცნობდნენ.

პროექტის რეჟისორი სინტია ჰილი იქნება. 

32 წლის ასაკში ვარსკვლავის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ჰოლივუდი შოკში ჩააგდო. ბრიტანი მერფიმ საზოგადოებას თავი არაერთი გამორჩეული პერსონაჟით დაამახსოვრა. 17 წლის ასაკში მან  საკულტო ახალგაზრდულ კომედიაში "Clueless"-ში ითამაშა და მისი კარიერაც სწორედ ამ ფილმით დაიწყო.

ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system