
ინდონეზიაში პლასტმასის ნარჩენების მუზეუმი შეიქმნა.
ამ ფორმით, აქტივისტებს სურდათ ოკეანის დაბინძურებაზე ყურადღების გამახვილება. ინდონეზია ზღვის დაბინძურებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
ინდონეზიელმა ეკო-აქტივისტებმა გახსნეს მუზეუმი ქალაქ გრესიკში. გამოფენა 10 000 პლასტმასის ნარჩენებისგან შედგება, მათ შორის წარმოდგენილია ბოთლები, ცელოფნები და სხვა ნაწილაკები.
გამოფენა სამ თვეში მომზადდა. თვის განმავლობაში გამოფენას 400 -ზე მეტი ადამიანი ესტუმრა.
აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მათ უნდა შეწყვიტონ ერთჯერადი პლასტმასის გამოყენება, ვინაიდან მისი გადამუშავება ძალიან რთულია.