თავში

ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის მე-3 საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი იწყება

ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის მე-3 საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი იწყება
ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის მე-3 საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი იწყება

1-3 ნოემბერს ბალანჩინის სახელობის ქუთაისის ოპერის სახელმწიფო თეატრში, ჯორჯ ბალანჩინის მე-3 საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით კონკურსში წელს მონაწილეობას ევროპის 8 საბალეტო სკოლის მოსწავლეები: პოლონეთიდან, იტალიიდან, ესტონეთიდან, ლიეტუვადან, იაპონიადან, ჩეხეთიდან, ამერიკიდან მიირებენ. საქართველოს მაშტაბით კი 200 -ამდე მოსწავლე სხვადასხვა საბალეტო სტუდიებიდან.

2019 წლის ქუთაისის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე, ამსტერდამის საბალეტო აკადემიის რექტორი ჟან იან ესკერი, ტალინის საბალეტო სკოლის დირექტორი იანსონ ვერსტურსი და საქართველოს დამსახურებული არტისტი მაკა მახარაძე იქნებიან.

ფესტივალს მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავი ირმა ნიორაძე დაესწრება.

ღონისძიების მიზანია, ქუთაისის როგორც კულტურული ტურიზმის ნიშნით განვითარება, შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება.

ფესტივალი 1 ნოემბერს 17:00 საათზე გაიხსნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system