თავში

ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი დაშორდნენ

ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი დაშორდნენ
ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი დაშორდნენ

მოდელი ჯიჯი ჰადიდი და მომღერალი ზეინ მალიკი 6 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. ამის შესახებ გამოცემა People იუწყება.

ამ პერიოდის განმავლობაში ისინი არაერთხელ დაშორდნენ და შერიგდნენ. ბოლოს მათ ურთიერთობა 2019 წელს განაახლეს - ერთი წლის შემდეგ კი შეყვარებულებს ქალიშვილი შეეძინათ. 

წყვილის გარემოცვასთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ ისინი ჯერ კიდევ ერთად ზრდიან ბავშვს. მაგრამ ერთად აღარ ცხოვრობენ. 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო ჩხუბის დროს ზეინმა ჯიჯის დედას, იოლანდა ჰადიდს სცემა.  თავად მუსიკოსი ამ ბრალდებებს უარყოფს.

წყვილის გარემოცვასთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემა People-ს განუცხადა, რომ  იოლანდას ჯიჯის დაცვა სურს. 

„ჯიჯი და ზეინი იოლანდასთან ინციდენტამდე დაშორდნენ ერთმანეთს. ისინი ერთად ზრდიან ქალიშვილს, მაგრამ ერთად აღარ არიან", - განაცხადა წყარომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system