თავში

ჯიჯი ჰადიდი სამოდელო კარიერას ასრულებს

ჯიჯი ჰადიდი სამოდელო კარიერას ასრულებს
ჯიჯი ჰადიდი სამოდელო კარიერას ასრულებს

26 წელის ამერიკელი სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი სამოდელო კარიერის დასრულებას გეგმავს. ამის შესახებ საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მოდელმა სოციალურ ქსელში გულახდილი განცხადება გამოაქვეყნა.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიამ და ქალიშვილის დაბადებამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა და საკუთარ სურვილებზე კიდევ ერთხელ დააფიქრა. 

"ამ მომენტში ყველა ადაპტაციას გადის და საკუთარ ცხოვრებას ცვლის. ამან დამაფიქრა იმაზე, თუ რა მსურს მომავალში, რა უნდა გავაკეთო  საკუთარ კარიერასა და ცხოვრებაში. მოდის შესახებ ყველა ჩემი ოცნება ახდა და ვფიქრობ ”ახლა რა უნდა ვაკეთო?” მე არ მჭირდება კიდევ ერთი გარეკანი  ან სარეკლამო კამპანია. მირჩევნია, ეს ახალ სახეებს დავტოვო, მომავალ თაობებს, ვისთვისაც ეს ყველაფერი მათ ცხოვრებას ნამდვილად შეცვლის. ჩემი ენერგია და დრო კი სხვა რამისკენ მივმართო" , - აცხადებს სუპერმოდელი.

როგორც ჯიჯიმ აღნიშნა, მისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია რაც კულისებს მიღმა ხდება და ამ ეტაპზე საკუთარი ბრენდის შექმნაზე ფიქრობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system