თავში

კახა კალაძე გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

კახა კალაძე გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის იუბილე
კახა კალაძე გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. მან თბილისზე, როგორც "წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" სტატუსის მქონე ქალაქზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ სტატუსის ფარგლებში ბევრი ლიტერატურული და პოეზიის შინაარსის მატარებელი საღამოს მოწყობაა დაგეგმილი.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისთვის. მიუხედავად სიცივისა, ბევრი ადამიანი შეიკრიბა. მე, როგორც ქალაქის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მიხარია, რომ მოვახერხეთ UNESCO-ს პროექტით და ვატარებთ „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” სტატუსს. ეს სტატუსი მომავალი წლის აპრილამდე ექნება ჩვენს დედაქალაქს, რაც იძლევა შესაძლებლობას, ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელოთ.

რაც შეეხება საიუბილეო საღამოს, გალაკტიონ ტაბიძეს რამდენიმე დღის წინ 130 წელი შეუსრულდებოდა და ეს ღონისძიება სწორედ მის შემოქმედებას მივუძღვენით. დარწმუნებული ვარ, მომდევნო თვეების განმავლობაში, კიდევ არაერთ პროექტს შევთავაზებთ საზოგადოებას, რაც იქნება უფრო დატვირთული საინტერესო პროგრამებით. კიდევ ერთხელ, მადლობა ჩემს თანამშრომლებს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა იმაში, რომ ჩვენ „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” სტატუსი მიგვეღო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system