თავში

კახეთში "გოგლაობა" აღინიშნება

კახეთში "გოგლაობა" აღინიშნება
კახეთში გოგლაობა აღინიშნება

კახეთში "გოგლაობა" აღინიშნება. გოგლა ლეონიძის სახელობის დღესასწაული პატარძეულში აღინიშნა. 

"ეს დღე, ყველასთვის მნიშვნელოვანი დღეა და მოხარული ვარ, რომ ამ მართლაც სახალხო დღესასწაულის თანამონაწილე მეც ვარ.

მოხარული ვარ, რომ ყველასთვის საყვარელი პოეტის მუდმივმოსაგონრად დაარსებული დღეობა ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის, უწყვეტად გრძელდება და პანდემიის მიუხედავად ის წელსაც იმართება.გოგლა ლეონიძე დიდი ადამიანობის სინონიმია, ამავე დროს ჩვეულებრივი, არაქედმაღალი, ურთოერთობებში ხალასი პიროვნებისა და საუკეთესო მოქალაქის სინონიმი.სახალხო სიყვარული, ხალხის სიყვარული შეუძლებელია დაიმსახურო, თუ თავად არ გიყვარს ეს ქვეყანა, ეს ხალხი, შენი კუთხე და შენი კახეთი.

თუ ვინმეს უნდა გავეჯიბროთ სამშობლოსა და კახეთის სიყვარულში, მოყვასის სიყვარულში, ეს გოგლა ლეონიძეა. თუ ჩვენ მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ ეს უმაღლესი გრძნობები, ეს დამოკიდებულება, სამაგალითოდ და სანიმუშოდ ულამაზესი პატარძეულის მკვიდრი, დიდი ადამიანი, ჩვენი, ყველასი, გოგლა ლეონიძეა.გილოცავთ, “გოგლაობას”!ვულოცავ კახეთს და მთელ საქართველოს!", - განაცხადა გურჯაანის მაჯორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა. 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system