თავში

კახი მამულაშვილი: ჩვენ დავასრულეთ და აწი რა იქნება არ ვიცი

კახი მამულაშვილი: ჩვენ დავასრულეთ და აწი რა იქნება არ ვიცი
კახი მამულაშვილი: ჩვენ დავასრულეთ და აწი რა იქნება არ ვიცი

 ცნობილი ქართველი მომღერლის, ლელა წურწუმიას მეუღლემ და პროდუსერმა, კახი მამულაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ბათუმის სეზონი დაასრულეს გაუგებრობების გამო.

Report.ge ესაუბრა კახის, რომელმაც განაცხადა, რომ ბათუმში, კლუბ "სოჰოში" დაგეგმილი სამი კონცერტი გაუქმდა.

"ისევ დაკეტეს კლუბები, დღეს შესულან ღამე, დაუჯარიმებიათ და დაუკეტიათ. 3 კონცერტი უნდა გვქონოდა 5-ში, 8-ში და 12-ში.  12-ში სეზონი ისედაც მთავრდება. შესაბამისად ჩვენ დავასრულეთ და აწი რა იქნება არ ვიცი. აზრი აღარ აქვს, გინდა გახსნან და გინდა დაკეტონ," - განაცხადა პროდუსერმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2-3 სექტემებერს შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბათუმში ღამის კლუბები შემოწმდა.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ოთხი ობიექტი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ეს ობიექტებია: შპს სამაია (კლუბი კონტე); შპს ვიპ კანუპოსი (UP2U); შპს ს2020 ლაუნჯ რესტორანი (სოჰო); შპს სექტორი 26 (სექტორი 26). აღნიშნული კლუბები დაჯარიმდა და მათ საქმიანობის უფლება შეუჩერდა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system