თავში

"კალმარის თამაში" წლის საუკეთესო სერიალად დასახელდა

"კალმარის თამაში" წლის საუკეთესო სერიალად დასახელდა
კალმარის თამაში წლის საუკეთესო სერიალად დასახელდა

სამხრეთ ამერიკული სერიალი The Squid Game (კალმარის თამაში) Gotham Awards-ის მიერ წლის საუკეთესო სერიალად დასახელდა. ამის შესახებ გამოცემა Variety იუწყება.

Netflix-ის პროექტმა წლის საუკეთესო სრულმეტრაჟიანი სერიალის კატეგორიაში გაიმარჯვა. ხოლო, მინი-სერიალის კატეგორიაში გამარჯვებული Reservation Dogs გახდა.

საუკეთესო საერთაშორისო ფილმად დასახელდა იაპონური ფილმი Get Behe Behe Behed of My Car, ხოლო დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში ფილმმა „გაქცევამ“ გაიმარჯვა.

სამხრეთ კორეული სერიალი "კალმარის თამაში" (Squid Game) Netflix-ის სტრიმინგ სერვისის ყველაზე წარმატებული პროექტი გახდა. გამოსვლის დღიდან სერიალს 111 მილიონმა მომხმარებელმა უყურა.

Netflix-მა სამხრეთ კორეული სერიალის "კალმარის თამაშისგან" 900 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით მოგება ნახა. ამასთან, გამოცემა Bloomberg აღნიშნავს, რომ სერიალის წარმოება მხოლოდ 21.4 მილიონი დოლარი დაჯდა, დაახლოებით 2,4 მილიონი აშშ დოლარი თითო ეპიზოდი.

კომპანიამ დაადასტურა, რომ "კალმარის თამაშების" მეორე სეზონსაც გადაიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system