თავში

ქართული ფილმი "გვირაბი" Underhill Fest-ზე საუკეთესოდ დასახელდა - VIDEO

ქართული ფილმი "გვირაბი" Underhill Fest-ზე საუკეთესოდ დასახელდა - VIDEO
ქართული ფილმი გვირაბი Underhill Fest-ზე საუკეთესოდ დასახელდა - VIDEO

ახალი ქართული დოკუმენტური ფილმი “გვირაბი” საერთაშორისო კინოფესტივალზე Underhill Fest, საუკეთესო ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა. ფესტივალი ყოველწლიურად მონტენეგროში იმართება და ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ კინომოვლენად ითვლება.

ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის ავტორობით შექმნილ ქართულ-გერმანულ კოპროდუქციაში, მოქმედება ვითარდება ხარაგაულის რაიონში, „მოლითის“ სარკინიგზო სადგურის გარშემო. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ჩქაროსნულმა მატარებელმა ჩინეთი საქართველოს გავლით ევროპასთან უნდა დააკავშიროს, რაც პატარა სოფლების ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

“გვირაბის” მსოფლიო პრემიერა 2019 წელს შედგა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA). ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და ამსტერდამში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system