თავში

ქართველმა შეჭამა კედელზე მიწებებული ბანანი, რომელიც 150 000$ ღირდა - VIDEO

​ქართველმა შეჭამა კედელზე მიწებებული ბანანი, რომელიც 150 000$ ღირდა
ქართველმა შეჭამა კედელზე მიწებებული ბანანი, რომელიც 150 000$ ღირდა - VIDEO

ამერიკაში მოღვაწე ქართველმა არტისმა დავით დათუნამ მაურიციო კატელანის 150 000$-ად შეფასებული ნამუშევარი „კედელზე მიწებებული ბანანი“ შეჭამა. 

„მშიერი არტისტი“ - ასე უწოდა მან თავის პერფორმანსს.

„მე მიყვარს მაურიციო კატელანი და მისი ნამუშევრები. ეს ინსტალაცია ძალიან გემრიელი იყო“, - თქვა მან.

დავით დათუნა მაიამის არტ ბაზელის გალერეის დაცვამ დარბაზიდან გაიყვანა და ახსნა-განმარტება ჩამოართვა. სავარაუდოდ, მას ჯარიმას გამოუწერენ, რომლის ოდენობაც ამ დრომდე უცნობია. 

"მე შემიძლია შევჭამო ბანანიც და ბანანის კონცეფციაც, რადგან ხელოვანი ვარ და არა - ჩვეულებრივი ადამიანი", - უთხრა დავით დათუნამ ნიუ იორკ პოსტს.

კატელანის "კედელზე მიკრული ბანანის" ორი ეგზემპლარი 120 000$-ად გაიყიდა. მესამე ნამუშევარი კი, რომელიც ქართველმა არტისტმა შეჭამა, 150 000$ ღირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system