თავში

ქეით უინსლეტი ჭარბ წონასთან დაკავშირებულ კრიტიკას იხსენებს

ქეით უინსლეტი ჭარბ წონასთან დაკავშირებულ კრიტიკას იხსენებს
ქეით უინსლეტი ჭარბ წონასთან დაკავშირებულ კრიტიკას იხსენებს

ოსკაროსანმა ბრიტანელმა მსახიობმა ქეით უინსლეტმა აღიარა, რომ ფილმ "ტიტანიკში" მონაწილეობის შემდეგ, მას ხშირად აკრიტიკებდნენ ჭარბი წონის გამო. ამის შესახებ მსახიობმა The Guardian-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მსახიობის განცხადებით, 20 წლის ასაკში მას ძალიან სწყინდა ჭარბი წონაზე საუბარი და კრიტიკას ძალიან ხისტად პასუხობდა. ამის გამო, მას უხეში და მწარე ენის მქონე ქალის რეპუტაციაც შეექმნა.

უინსლეტი განაწყენებული იყო ტაბლოიდური პუბლიკაციების კითხვით, რომლებიც არასდროს ერიდებოდნენ მისი წონის გამო გაკრიტიკებას. ქეითმა აწ უკვე გარდაცვლილი ტელეწამყვანის, ჯოან რივერსის ხუმრობაც გაიხსენა: ”მას რომ მხოლოდ ხუთი კილოგრამი დაეკლო, ლეო შეძლებდა იმ ხეზე მოთავსებას”

უინსლეტმა აღიარა, რომ ბულინგის გამო კარიერის დასრულებაზეც ფიქრობდა. 

"არ მინდოდა ჰოლივუდში წასვლა. მახსოვს, ვფიქრობდი: ღმერთო, თუ ინგლისში ასე მექცევიან, მაშინ რა მოხდება, როდესაც იქ ჩავალ?" - აცხადებს მსახიობი.

ქეითი, მისი სკოლის დრამის მასწავლებელზეც საუბრობს და ამბობს, რომ მას მხოლოდ მსუქანი ადამიანების როლს აძლევდა და ურჩევდა, რომ იგი მხოლოდ ასეთი როლებით დაკმაყოფილებულიყო. 

უინსლეტი ახლა ბედნიერია, რომ ახალგაზრდა მსახიობებს სხვა შეხედულებები აქვთ და ეს საკითხი საზოგადოებაშიც სხვაგვარად აღიქმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system