თავში

ქეთი მელუა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდასაჭერად კონცერტს გამართავს - VIDEO

ქეთი მელუა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდასაჭერად კონცერტს გამართავს - VIDEO
ქეთი მელუა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდასაჭერად კონცერტს გამართავს - VIDEO

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ქეთი მელუა საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლობის მხარდასაჭერად კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად არტისტი ავრცელებს.

ქეთი მელუა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოების დამსახურებებსა და გაწეულ სამუშაოს უსვამს ხაზს. 

ის ასევე თხოვნით მიმართავს მსმენელს, კომენტარის სახით დაწეროს იმ კომპოზიციების ჩამონათვალი, რომლის მოსმენაც ყველაზე მეტად სურს. 

ღონისძიებია მომღერლის ოფიციალურ იუთუბ გვერდზე 27 ივნისს პირდაპირ ეთერში გადაიცემა. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system