თავში

ხელოვანთა დარბაზი იქმნება

ხელოვანთა დარბაზი იქმნება
ხელოვანთა დარბაზი იქმნება

საქართველოს კულტურის პალატასთან იქმნება ხელოვანთა დარბაზი -რომელიც იქნება საქართველოს კულტურის პალატის სათათბირო ორგანო; ხელოვანთა დარბაზი გააერთიანებს საქართველოს კულტურისა და ხელოვნების სფეროს ყველა წარმომადგენლებს შეუზღუდავად.ხელოვანთა დარბაზი განთავსდება საქართველოს კულტურის პალატის ოფისის მიმდებარე დარბაზში. მისამართი: თბილისი, მელიქიშვილის გამზირი 1. ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის შესასვლელის მარჯვნივ.

ყველა შემოქმედს, ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენელს ექნება საშუალება შეხვდნენ ერთმანეთს, ისაუბრონ და იმსჯელონ საქართველოს კულტურის და ხელოვნების საკითხებზე, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე. წარუდგინონ წინადადებები და ახალი იდეები საქართველოს კულტურის პალატას, რომელიც თავის მხრივ იზრუნებს იშუამდგომლოს საქართველოს ხელისუფლებასა და კერძო კომპანიებთან წამოჭრილი საკითხების დადებითად გადაწყვეტის მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system